კონფიდენციალურობის პოლიტიკა
კლიმატ პლიუსი პატივს სცემს თქვენი პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას და იცავს კონფიდენციალურობის ყველა მოქმედ სტანდარტს. აღნიშნული პოლიტიკა განსაზღვრავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვამუშავებთ და ვიყენებთ მომხმარებლების ინფორმაციას.
1. მონაცემების შეგროვება და გამოყენება
ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი მოთხოვნების შესრულებისა და ჩვენი სერვისების გაუმჯობესებისთვის. ეს ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს:
•სახელს, გვარს, საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონი, ელ. ფოსტა)
•შეკვეთისა და მიწოდების დეტალებს
•გადახდის მეთოდთან დაკავშირებულ ტექნიკურ მონაცემებს
•ვებგვერდის გამოყენების სტატისტიკას (ქუქი-ფაილების საშუალებით)
თქვენი მონაცემების დაფიქსირებით ჩვენს პლატფორმაზე, თქვენ ეთანხმებით მათ დამუშავებას და გამოყენებას წინამდებარე პოლიტიკის პირობების შესაბამისად.
2. მონაცემების გაზიარება და უსაფრთხოება
ჩვენ არ გავცემთ თქვენს პირად ინფორმაციას მესამე პირებთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია:
•შეკვეთების შესასრულებლად – ჩვენი პარტნიორი კომპანიების (მიწოდების სერვისების, დილერების და ა.შ.) მეშვეობით
•სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად
•მარკეტინგული კომუნიკაციისთვის – მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში
ყველა მონაცემი მუშავდება მონაცემთა დაცვის მოქმედი რეგულაციების დაცვით და შესაძლოა ინახებოდეს როგორც საქართველოში, ისე სხვა რეგიონებში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
3. ქუქი-ფაილები (Cookies) და ანალიტიკა
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს (Cookies), რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებლის გამოცდილება, შევაგროვოთ ანალიტიკური მონაცემები და მოვარგოთ სერვისები თქვენს საჭიროებებს. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ შეცვალოთ ბრაუზერის პარამეტრები და გამორთოთ ქუქი-ფაილები.
4. თქვენი უფლებები
თქვენ გაქვთ უფლება:
•მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების წაშლა ან რედაქტირება
•მიიღოთ ინფორმაცია, თუ როგორ მუშავდება თქვენი მონაცემები
•უარი თქვათ მარკეტინგულ შეტყობინებებზე
„კლიმატ პლიუსი“ უზრუნველყოფს თქვენი მონაცემების დაცვას და კონფიდენციალურობის მაღალ სტანდარტებს.